|
2016-12-03 14:24:59, 1780 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
შომბი შარპი: შშმ პირთა უფლებების კუთხით, საქართველოში ბევრი გამოწვევაა, თუმცა არის პოზიტიური ცვლილებებიც
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის საქართველოში შომბი შარპის განცხადებით, შშმ პირების უფლებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პოზიტიური ძვრაა, რასაც გაერო და ევროკავშირი დადებითად აფასებენ. როგორც შარპმა აღნიშნა, შშმ პირების საერთაშორისო დღეს წელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან შესაბამისი კონვენციის 10 წლისთავი აღინიშნება. "გაეროს განვითარების პროგრამის სახელით და ევროკავშირის სახელით ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა და მისი ორგანიზება. ამისთვის ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც დაწერა პირველი ანგარიში. დღევანდელი დღე არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, ის ყოველწელს აღინიშნება 3 დეკემბერს. შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, როგორ უნდა დაიცვან ქვეყნებმა შშმ პირების უფლებები და ასევე, როგორ უნდა გააძლიერონ სოციალური და ეკონომიკური სისტემა, იმისთვის, რომ ეს უფლებები იყოს სრულიად დაცული. მრავალი ქვეყნის მაგალითზე ჩვენ ვიცით, რომ შშმ პირების უფლებების დაცვა არის ძალიან მომგებიანი საზოაგდოებისთვის. ასე მაგალითად, აშშ-ში შშმ პირების 1/3 არის სრულადაა დასაქმებული და ამას დადებითი შედეგი მოაქვს. გვიხარია, რომ საქართველოც ამ მიმართულებით მიისწრაფვის", - განაცხადა შარპმა. მისივე თქმით, მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა, სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი გამოწვევები არსებობს, რაც მთავრობის მიერ შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს. ”პირველ რიგში მინდა აღვნიშნო შშმ პირების რეგისტრაციის სისტემა და მათ მიმართ მიდგომის სისტემა. ძველი მიდგომა, რომელიც სამედიცინო დიაგნოზს ეფუძნება, უნდა გამოიცვალოს ახლით, რომელიც სოციალური საჭიროებების და ადამიანის უფლებებზე იქნება ორიენტირებული. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი ადაპტირება ყველგან, როგორც ქალაქებში ასევე რეგიონებში. მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა ყველა საჯარო სერვისისა, მაგალითად, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა და ა.შ, რომელიც განკუთვნილია ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. საქართველოში ამ წუთში ძალიან ბევრი გამოწვევაა ამ მიმართულებით, მაგრამ ასევე არის პოზიტიური ცვლილებები, რომელსაც აღვნიშნავთ. შშმ პირების პრობლემატიკა ძალიან მკაფიოდ არის ასახული ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, რომელიც საქართველომ 2014 წელს მიიღო, ასევე შემოღებული არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც ასევე ძალიან მკაფიო მინიშნებებს აკეთებს შშმ პირების უფლებებზე და რომელშიც ეს უფლებები არის ინტეგრირებული. ასევე უკვე დაიწყო რეგულაციების შემოღება, მაგალითად მშენებლობებთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია რომ ეს რეგულაციები სრულად განხორციელდეს. ჩვენ მოხარულები ვართ საქართველოს ამაში ხელი შევუწყოთ, როგორც გაერომ ასევე ევროკავშირმა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობასთან თანამშრომლობა და მიღებული გადაწყვეტილებები არის უმნიშვნელოვანესი. მნიშვნელოვანია ბიზნესის, დამსაქმებლების ჩართვა ამ რეფორმებში, რადგან სწორედ ამის მეშვეობით შშმ პირების უფლებების დაცვა იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად 3 დეკემბერს მსოფლიო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ. აღნიშნავს. ამ დღის სლოგანია - "მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!" ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)