|
2015-03-24 11:37:21, 751 ნახვა
საზოგადოება
21 აპრილიდან საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები შემოვა
C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტს 21 აპრილს ხელი მოეწერება და 5 000 ადამიანის სამკურნალო დოზა საქართველოში შემოვა. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პირველ ეტაპზე მკურნალობა ჩაუტარდებათ იმ პაციენტებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, თუ როგორ იქნება მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა, მინისტრის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნული პროექტის ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი. აქვე მინისტრი C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს განუმარტავს, რომ მკურნალობის პირველ ეტაპზე ღვიძლის ფუქნციონირება პირვანდელ ეტაპს არ დაუბრუნდება. „ის პაციენტები ვინც დაიწყებენ მკურნალობას და ზოგადად ც ჰეპატიტის პაციენტები ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და გააცნობიერებული უნდა ჰქონდეთ იმის შესახებ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება“, – აღნიშნა სერგეენკომ. მან ასევე პაციენტებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მკურნალობას შედეგი ჰქონდეს. „ძალიან ხშრია კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ც ჰეპატიტის მქონე ადამიანები იმის იმედით, რომ ახლა სულ მალე მკურნალობას დაიწყებენ, ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე. ღებულობენ ალკოჰოლს, საერთოდ არ იცავენ იმ ძირითად საბაზო პრინიციპებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ყოველგვარი დრამატიზირების გარეშე, რომ კატეგორიულად მიუღებელია მათი ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი, ეს არის დიდი რისკების შემცველი. ის ადამიანები ვისაც აქვთ ც ჰეპატიტი, პირველ რიგში რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად ინფექციის კონტროლი უნდა მოხდეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაიცვან ის ძირითადი საბაზო წესები, რაც არის მოწოდებული ამ დაავადების დროს. მე დეტალურად არ ვისაუბრებ, ამას მკურნალი ექიმი ჩემზე კარგად განუმარტავს, თუმცა არის რამოდენიმე მოცემულობა, როგორიც არის კატეგორიული მიუღებლობა ალკოჰოლის, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების, ასე ვთქვათ ბოროტად გამოყენება. ჯანსაღი კვების წესების დაცვა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ანტივირუსული მკურნალობა. ჯანსაღი ცხოვრების და საბაზო პრინციპების წესების დაცვა , მათ მიცემთ იმის საშუალებას, რომ პირველი წლების განმავლობაში ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება გაჩერდეს იმ მდგომარეობაზე, რაზეც მკურნალობის დაწყების დროს იყო და წლების შემდეგ, ამას მთელი ცხოვრება მობილიზაცია სჭირდება და გარკვეული წესების დაცვა, შეიძლება ნაწილობრივ აღდგეს და უფრო ჯანსაღად მოემსახურიოს მთლიან ორგანიზმს“, – აღნიშნა სერგეენკომ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)