10:50 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 15:40:53, 2263 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ჩოგოვაძე: წელს უცხოურ ვალუტაში შემოსავლები 2 მილიარდზე მეტი იქნება, რაც ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოურ ვალუტაში შემოსავალი 2 მილიარდზე მეტი იქნება, რაც ლარის კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს:

„ლარის გამყარების რამოდენიმე ძირითადი წყარო არსებობს. ეს არის პირდაპირი ინვესტიციები, პრივატიზაცია, გადმორიცხვები უცხოეთიდან და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო ტურიზმი, რომელიც გულისხმობს შინაარსობრივად, რომ ეს არის ექსპორტი რადგან უცხოურ ვალუტაში ხდება ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება, ეკონომიკურად უცხოეთიდან შემოსული ტურისტი არის ექსპორტი. 2 მილიარდზე მეტი იქნება შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, უფრო კონკრეტულად ამერიკულ დოლარში საქართველოში 2016 წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics