|
2016-11-29 17:22:14, 1427 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კაკაჩია: საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ე.წ სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება არ სურს. როგორც კაკაჩიამ "ექსპრესნიუსს” განუცხადა, გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მსჯელობს და მათთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი საჩქარო არ არის. "მე არ მრჩება იმის შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტს სურს საქართველოსთვის ვიზელიბერალიზაციის პროცესი გაჭიანურდეს. გადაწყვეტილება პრინციპში მიღებულია, დადებითი აზრი აქვს ყველას, უბრალოდ დროის საკითხი არის გაურკვეველი. იმის გათვალისწინებით, რომ 28 წევრი სახელმწიფო უნდა შეიკრიბოს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელოს, მათ შორის საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევა ხშირად ვერ ხდება. ვიცით, რომ გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად იწელება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მსჯელობს. აღნიშნული საკითხი ევროკავშირისთვის მაინცდამაინც პრიორიტეტული და საჩქარო არ არის, განსაკუთრებით სირიის საკითხების ფონზე. ამას ემატება ამერიკის არჩევნები და არავინ იცის, როგორი იქნება ევროატლანტიკური ურთიერთობები ტრამპის არჩევის შემდეგ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცა სპეციალურად, საგანგებოდ აკეთებს რამეს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაიწელოს", - განაცხადა კაკაჩიამ. ექსპერტის შეფასებით, საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილებაა მიღებული და საქართველომ ე.წ სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს. "ყველაზე მთავარი საკითხი არის ის, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა "შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით. ჩვენ როგორც ვიცით, ჯერ უნდა მიიღონ ე.წ შეჩერების მექანიზმი, რის შემდეგაც მოხდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერ ხერხდება საბოლოო კონსენსუსის ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკრაინასთან ერთად ვართ პაკეტში და უკრაინის საკითხი პრობლემატური უკვე არ არის. იმ ბიუროკრატიული "მახინის", რასაც ევროკავშირი ჰქვია, ნეგატიურ კონტექსტში განხილვა არის უმადური საქმე. ფაქტი არის ერთი რამ, ვიზალიბერალიზაცია უბრალოდ დროის საკითხია. ზოგადად პოზიტიური გადაწყვეტილება, რომ მიღებულია ეს ფაქტია. მესმის, რომ გვეჩქარება და გვინდა, რომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ეს აუცილებლად მოხდება", - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ. მისივე თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საეჭვო არაფერი აქვს. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის ე.წ შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს განიხილავს. საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)