19:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 21:47:18, 1100 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: პოლიტიკური ნარცისიზმის ნიშნებია შემოპარული ამ დარბაზში

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კომკავშირის ყრილობაზე ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრებს თვითკრიტიკულობა აკლიათ.

"კარგია, რომ თვითკრიტიკულები ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებიც ვიყოთ. მე ჩვენ ფრაქციასაც ვგულისმხობ. ჩვენ არ მოვერიდებით თვითკრიტიკულობას, როდესაც ეს ჩვენ თემებს შეეხება. იგივე რჩევა მაქვს თქვენდამი. პოლიტიკური ნარცისიზმის ნიშნებია შემოპარული ამ დარბაზში. პოლიტიკური პლურალიზმი იმიტომ არის კარგი, იმიტომ არის მრავალპარტიულობა კარგი, რომ არ ისმოდეს ერთი ხმა", - აღნიშნა ინაშვილმა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ძირითადი გეგმები მხოლოდ მომავალზეა ორიენტირებული, თუმცა გაუგებარია რას გეგმავს მთავრობა ლოკალურ მასშტაბში.

"მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აქ წარმოდგენილი ძირითადი გეგმები, მაინც მომავალზე არის ორიენტირებული, მაგრამ მე ვერ გავიგე ლოკალურ მასშტაბში, უახლოეს თვეებში რას გეგმავთ. მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ეფერებით. დითირამბებს უძღვნით ერთმანეთს, თქვენი პროექტები ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანები გვყავს ფიზიკურად გადასარჩენი. ძალიან ბევრი წარმომადგენილი გამოვიდა უმრავლესობიდან და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კომკავშირის ყრილობაზე ვართ. მე მოვესწარი იმ ეპოქას და ისე უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ დოზირებული იყოს დრო, რომ გამოიყენოს ოპოზიციამ, თორემ უნისონში ხართ ყველა", - განაცხადა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics