|
2016-11-26 19:22:00, 1312 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: არსებობს სურვილი ოპონირების რეჟიმში საინტერესო იდეა მოვისმინოთ, მაგრამ ამის პერსპექტივა არ არის
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა მხარდაჭერას საჭიროებს, განსაკუთრებით იმის, ფონზე თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან საინტერესო იდეები და აზრები არ ისმის. "მსოფლიოში საკმაოდ ბოროტი, საშიში და აგრესიული დაპირისპირებების ფონზე ვითარდება დღევანდელი მსოფლიო ისტორია და ამ პროცესების შუაგულში პატარა საქართველო, რომელიც თუკი საგრძნობი პროგრესით არა, თვალსაჩინო სტრატეგიული მიმართულებით მაინც ვითარდება. რა თქმა უნდა ლარის კურსი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელმაც საკმაოდ დააზიანა იმ ინფორმაციის გავრცელების არეალი, რასაც პოზიტივი ჰქვია, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. არსებობს ჩვენი სურვილი, თუნდაც ოპონირების რეჟიმში საინტერესო იდეა და აზრი მოვისმინოთ, მაგრამ როგორც ამ 2 დღის ანალიზმა გვიჩვენა, ამის პერსპექტივა არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ. მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნეგატიური კრიტიკა ისმის. "რას ვისმენთ ჩვენ?! ჩვენ ვისმენთ, რომ ყველაფერი ცუდად არის, ჩვენ ვისმენთ, რომ თითქოს საერთაშორისო ასპარეზზე ჩამორჩენა გვაქვს, თითქოს გავქრით რადარებიდან. დავივიწყეთ ის რეალობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ, ასოცირებული, თუმცა წევრები. არაფერი არ არსებობს. გვეუბნებიან, რომ შევამციროთ, გავაუქმოთ გადასახადები და გავზარდოთ პენსიები. გვეუბნებიან, რომ ჩვენთან კრიმინალი ისე არის განვითარებული, რომ - "აი ფანჯარას, რომ გამოაღებ თითქოს აფეთქებების ხმა უნდა ისმოდეს". ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში მთავრობა, რომელიც ახერხებს და სტრატეგიულად მთავარ მიმართულებებს პოზიტიურად ავითარებს, რა თქმა უნდა მხარდაჭერას საჭიროებს", - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა. ვოლსკის განმარტებით, თუკი რაიმე საინტერესო წინადადება აქვს ოპოზიციას აუცილებლად გასაანალიზებელია, მაგრამ ასეთი სამწუხაროდ არ ისიმის. "ამიტომ, დავუჭიროთ მხარი, დავუდგეთ გვერდზე მთავრობას და ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)