19:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 14:14:34, 774 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კუბის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მწუხარებას გამოვთქვამ კუბის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო.

ბატონი ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე.

მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და კუბელი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კუბის რევოლუციონერი და ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამასთან, მისი კრემაცია დღეს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics