18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 22:39:05, 840 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამუშაო ვიზიტით აშხაბადს ეწვია, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.  

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში და კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს; ასევე, დაგეგმილია ოფიციალური სადილი თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელით, მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის.

საქართველოს სახელმწიფო მეთაური თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენმდივანთან ბან კი-მუნთან, თურქმენეთის პრეზიდენტთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და სს - „საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსი ნიკოლაიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics