18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 21:23:02, 828 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველომ ევროსკეპტიციზმის ტალღებს ყურადღება არ უნდა მოაქციოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროსკეპტიციზმის ტალღებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის უნდა იმუშაოს.

როგორც პრემიერმა პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის, როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვნად განმსაზრვრელი ფაქტორია.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარდაქმნების პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუმჯობესებს და ხდის უკეთესს, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობა და ამის შენებაში არავითარმა სკეპტიკურმა ტალღებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics