18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:48:42, 789 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: რაფალინაცის საქმეზე პოლიტიკოსებმა ცხელ კვალზე არასწორი კომენტარები გააკეთეს

პრემიერი-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის მიზეზის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე აღნიშნა, ფაქტის ცხელ კვალზე გამოძიება არ მოხდა, რამაც გამოძიების ეფექტურად მიმდინარეობას ხელი შუშალა.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების მხრიდან თავდაპირველად არასწორი კომენტარები გაკეთდა:

„რაფალიანცის საქმე ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ნამდვილად აღმაშფოთებელი მკვლელობაა, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ცხელ კვალზე ეს დანაშაული ვერ იქნა გამოძიებული .დღემდე არაა დადგენილი საბოლო მიზეზი, პოლიტიკოსებმა გააკეთეს ცხელ კვალზე არასწორი კომენტარები. ის, რომ საქმე გამოუძიებელია, სამწუხარო ფაქტია. ხანდახან შესაძლებლობის ფარგლებში რაც კეთდება, ის კეთდება, ამაზე მეტი სამწუხაროდ ვერ გაკეთდა. ყველა მხრიდან იყო ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics