18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:10:08, 720 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი ენმ-ს: დეკლარირებული ხართ, როგორც პროდასავლური, მაგრამ საქმით ანტიდასავლურ საქმეს აკეთებდით

თქვენგან, იმ პოლიტიკური ძალისგან, მიკვირს ის პრეტენზიები, რომელიც დეკლარირებულად არის პროდასავლური, მაგრამ საქმით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს აკეტებდით, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას "ნაციონალური მოძრაობის" შემართება უკვირს, განსაკუთრებით მმართველი გუნდის კრიტიკასთან დაკავშირებით. 

"მე მიკვირს თქვენი შემართება. ის მედია თავუსუფლების აბსოლუტურად დრამატული სურათი, ადამიანის უფლებების კუთხით კატასტროფული მდგომარეობა, ქონების მართვის მაჩვენებლებით ქვეყანა ფსკერზე იყო ეს ყველაფერია რაც თქვენი ხელით გააკეთეთ ამ ქვეყანაში. ჩვენს პერიოდში 112-ე ადგილიდან საქართველო 58 ადგილზე ავედით. თქვენგან პრეტენზიები, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ დასავლეთთან მიმართებაში რბილად, რომ ვთქვათ არის გასაკვირი. თქვენი საქმით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს აკეტებდით. ჩვენგან და საქართველოს მოსახლეობიდან ამ მიმართულებით დამსახურებულ კრიტიკას იღებთ", - მიმართა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics