18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 13:34:51, 826 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტები“ კიბერდანაშაულის სისხლის სამართლის დანაშაულთან გათანაბრებას მოითხოვენ

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ მიიჩნევენ, რომ კიბერდანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულთან უნდა გათანაბრდეს.  

ფრაქციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ასევე კითხვა დაუსვა, ხომ არ ფიქრობს, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს  ფუნქციური დატვირთვა უნდა შეიცვალოს:

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანის უფლებების დაცვა საზოგადოების რაღაც ნაწილს ესმის მხოლოდ როგორც სექსუალური უმცირესობების დაცვა. ეს ასე არ არის. როცა ადამიანის პირად ღირსებას ეხებიან, ესეც ადამიანის უფლებების შელახვაა. სრული განუკითხაობაა ინტერნეტსივრცეში, კიბერდანაშაულის, ინტერნეტდანაშაულის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მაგრამ აუცილებელია კიბერდანაშაულიც იყოს გათანაბრებული სისხლის სამართლის დანაშაულთან, ჩვენ ამ კანონპროექტს შევთავაზებთ პარლამენტს. როცა მე მემუქრებიან, ესეც არის სისხლის სამართლის დანაშაული. მნიშვნელობა არ აქვს,  ქუჩაში მემუქრებიან, თუ ინტერნეტსივრცეში. მე ვარ ის ადამიანი, ვინც უკიდეგანო ლანძღვა-გინების და ფურთხის ობიექტი ვიყავი 12 წლის მანძილზე, ვისთვისაც ძალიან ძნელი იყო პოლიტიკაში შემოსვლა და დამკვიდრება. ვინც იყო ათასგვარი ცილისწამების, დარტყმების  ობიექტი და ამას ბევრი ვერ გაუძლებს, ადამიანი  თვითმკვლელობამდე მივა ღირსების ისეთ შელახვასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს ეხება ყველა სფეროს“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics