|
2016-11-25 13:04:06, 1305 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: მთავარი მიზეზი, რის გამოც მხარს არ დავუჭერთ მინისტრთა კაბინეტს, აგულაშვილი, გიორგაძე და ალავიძეა
„პატრიოტთა ალიანსი“ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს. მთავარი მიზეზი, რისთვისაც მხარს არ დავუჭერთ ამ მინისიტრთა კაბინეტს აგულაშვილი, გიორგაძე და ალავიძეა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ზემოხსენებულ კანდიდატებთან პრეტენზიები და მწვავე შეკითხვები აქვს. „კულტურის მინისტრთან მიმართებაში გვაქვს პრეტენზიები და ეს არის საყდრისის აფეთქება, დანგრევა. უნიკალური ძეგლის განადგურება არის სისხლის სამართლის საქმე და უნდა აგოს პასუხი მან. დღეს, უტიფრად გამოდის და ამბობს, რომ არ ნანობს და კიდევ მოაწერდა ხელს ასეთი ტიპის ბრძანებულებას. მე ვეუბნები მას, რომ დრო მოვა და ის ციხეში წავა, სადაც დრო ექნება იფიქროს სწორად მოიქცა თუ არა ბატონი გიორგაძე. აგულაშვილის მხარს არ ვუჭერთ, რადგან მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში. ასევე, განუკითხაობაა ხე ჭრის მიმართულებით. პრეტენზიები გვაქვს და მწვავე შეკითხვები დაისმება განათლების მინისტრთან მიმართებაში, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ კომბლეს და ქართული ზღაპრების რევიზიით და ვერ ვისმენ, წარმოადგინა თუ არა მან განათლების ეროვნული კონცეფცია. ძალიან საინტერესოა ისეთი პერსონა მინისტრთა კაბინეტში, როგორიც ალავიძეა. ის უკვე ტყუილით იწყებს მის კარიერას. ადამიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, იმასაც კი არ ადასტურებს, რაც სიმართლეა. ასეთ კაბინეტს მხარს არ დავუჭერთ“,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)