|
2016-11-24 16:24:16, 1408 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი იყო
„დღეს ჩვენი მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 41.2 %, ხოლო საგარეო ვალი 39%-ს წარმოადგენს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურა, რომელიც დღეს სახელმწიფოში არსებობს და ქვეყნის დამოკიდებულება ვალთან მიმართებაში. "78% არის საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი არის 22%. საგარეო ვალთან მიმართებაში მრავალმხრივი არის 55%, ორმხრივი არის 13%, ხოლო ევრობონდები არის 9%. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს 2.1%-ს და დაფარვის ხანგრძლივობა დღეიდან მოყოლებული არის 10 წელიწადზე მეტი. საშინაო ვალი არის გასაზრდელი. ამას ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალს. ყოველთვის უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი პროპორცია, ერთი მხრივ, ვალუტის რეზერვების შევსების მიმართულებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ვალუტის რისკების მინიმიზაციის მიმართულებით, როდესაც საშინაო ვალებზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა რეიტინგი არ შეუმცირეს. ”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ქუმსიშვილის თქმით, 2016 წლის მონაცემებით, ბიუჯეტის პროცენტულ გადანაწილებაში 29.4% სოციალურ ხარჯებზე მოდის. "უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, სასჯელაღსრულებაზე და სასამართლო სისტემაზე ყველაფერზე ერთად მოდის 14.6%. განათლებასა და მეცნიერებაზე მოდის 8.6% და გაგვიჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე არ არსებობდა, ეს არის მეწარმეობის და ტურიზმის ხელშეწყობა, სადაც დღესდღეობით 1.2% გვაქვს. ინფრასტრუქტურაში დღეს ჩვენი ბიუჯეტის 19.8% ბიუჯეტს ვხარჯავთ. ხოლო ყველაფერი დანარჩენი და ვალების მომსახურება არის 19.6% და 6.7%. სოციალური ხარჯები 2012 წელთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი. საგადასახადო პოლიტიკა იქნება ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული. ვალთან მიმართებაში ჩვენ ვიქნებით სამართლიანები და იმ ვალს, რომელსაც ჩვენ ავიღებთ და მოვიხმართ, ვეცდებით, რომ ჩვენ თვითონ გავისტუმროთ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)