18:22 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 18:04:01, 1412 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვისურვებდი, 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში

ვისურვებდი, 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომ განვითარებას შეუწყოს ხელი.

"კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი მზადყოფნა, რომ არ დავიშურებ ძალას იმისთვის, რომ ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომ განვითარებას და უზრუნვლეყო ის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს საპარლამენტო მუშაობაში საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენის შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ნდობისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა დებატებს, რომელიც მის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა.

"ეს დებატები შორს იყო ჯოჯოხეთისგან, თუმცა მაინც იგრძნობოდა ამ დებატებში პოსტსაარჩევნო გარემოს სპეციფიკა. დიდი მადლობა მინდა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა პარლამენტის თითოეული წევრს, იმ წევრებს რომლებიც დრეს იყვნენ აგრესიულები ან არ იყვნენ აგრესიულები, იმ წევრებს, რომლებიც დრეს იყვნენ კონსტრუქციულები ან არ იყვნენ კონსტრუქციულები, რომლებიც საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე და არ საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე, იმ წევრებს, რომლებმაც დღეს თქვეს სიმართლე და რომლებმაც დღეს არ თქვეს სიმართლე", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics