11:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 16:41:51, 882 ნახვა

პოლიტიკა
„უკრაინსკაია პრავდა“: უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, საქართველოს გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესაძლებლობას განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც წყარო აცხადებს, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს (უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ნებადართული არ არის, მაშინ როდესაც პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია), ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„უკრაინსკაია პრავდამ“ კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა. სააკაშვილის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეტებენ, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ჰქონდათ შეთანხმება, "არატავდასხმა" საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე.

ამასთან, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, თუ უკრაინის მოქალაქემ ქვეყნის გარეთ კანონდარღვევა ჩაიდინა, ხელისუფლებას უფლება არ აქვს მისი ექსტრადირება მოახდინოს,იმისთვის, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics