10:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 14:19:39, 627 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა გამაოცა, არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი

პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს სკოლის დირექტორის ტონი ჰქონდა.

„დღეს დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი. ეს განწყობა გაამძაფრა პრეზიდენტმა, რომელიც დირექტორივით გველაპარაკება და თითს გვიქნევს“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბისილის თქმით, საერთო ჯამში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა კარგი იყო. რაც შეეხება მედიის თავისუფლების საკითხს, დამოუკიდებელი დეპუტატი თვლის, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

„პრეზიდენტის გამოსვლა კარგი იყო. მან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, არა მგონია, ამ მხრივ პრობლემა იყოს. ეს ზოგადად მოძველებული საკითხია. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა საერთოდ არ ისაუბრა ემიგრანტებზე, რომლებიც მილიონზე მეტია და საზღვარგარეთ ცხოვრობენ“,- განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics