10:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 13:00:33, 714 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და დროებითი სამანდატო კომისიის კანდიდატურები დაამტკიცა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  თამარ ჟვანიას მიერ წარდგენილი დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 11 წევრისა და პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის 17 წევრის კანდიდატურები დაამტკიცა.

პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, არჩევნების შედეგების პროპორციულობის პრინციპის დაცვით, კომისიის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები შეირჩნენ-დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 კაცის შემადგენლობით: „ქართული ოცნებიდან“-გენადი მარგველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, ბექა ნაცვლიშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“-აკაკი ბობოხიძე, გიორგი ტუღუში, თინათინ ბოკუჩავა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“-ადა მარშანია.

რაც შეეხება დროებით სამანდატო კომისიას, 17 წევრის შემადგენლობით-„ქართული ოცნებიდან“-გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, შალვა კიკნაველიძე, გიგა ბუკია, ოთარ ჩრდილელი, რუსლან პოღოსიანი, ნინო გოგუაძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი. ნაციონალური მოძრაობა-ხათუნა გოგორიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირმა ნადირაშვილი.

პატრიოტთა ალიანსიდან-გიორგი ლომია.  ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სალომე ზურაბიშვილი. როგორც აღვნიშნეთ, მე-9 მოწვევის პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics