09:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 14:46:13, 703 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი ფასეულობა ყოველთვის ადამიანი იყო

რაც ყველაზე მეტად მეამაყება, არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ადამიანებისკენ იყო მიმართული ჯანდაცვის რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასი ათასობით თანამემამულეს, ემკურნალა უფასოდ.

„დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც არის უდაოდ ძალიან დიდი მიღწევა. 
ჩვენ ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, უბრალო ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან. ასევე, ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ, მედია არის თავისუფალი და ყველაფერი ეს ერთდროულად  მართლაც არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით, საქართველოს აქვს წინსვლა, იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებელი, თუ იქნება ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი.

„ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს საქართველოში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედი შემადგენლობით ბოლო სხდომა მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics