|
2015-03-21 10:18:26, 599 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს კონტრ-აქცია გაიმართება
კოალიცია "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" დღეს კონტრა-აქციას გამართავს და "ნაციონლური მოძრაობის" გაუქმებას მოითხოვს. როგორც "ექსპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეკრება საზოგადოებრივ მაუწყებელთან 15:00 საათზე იგეგმება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი "ნაციონალური მოძრაობის" აღზევებას უწყობს ხელს და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. სწორედ ამიტომ, ხვალ აქციის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომასაც მოითხოვენ. "საზოგადოებრივ ტელევიზიასთან იგეგმება კონტრ-აქცია "ნაციონალური მოძრაობის" უკანონო პარპაშისა და თავხედობის გასაპროტესტებლად. საქართველოს დამღუპველი და ქართველი ერის მტრული ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე უკვე მესამედ აპირებს შეკრებას და არეულობას გეგმავს.ჩვენ ეს უპროტესტოდ არ უნდა დავტოვოთ.ისინი პასუხისგებაში არიან მისაცემი და როგორც დამნაშავე პარტია, გაუქმებული უნდა იქნას. სამწუხაროდ, მათ აღზევებას ხელს უწყობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.იქ გაბატონებული კოაბიტაციის, არაკომპეტენტურობისა და ნეპოტიზმის მეშვეობით.პირველი არხის ტელევიზია არ ემსახურება ქართული საზოგადოების ინტერესებს.საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს, ქართველმა ხალხი და საქართველოს მოსახლეობა 21 მარტს 15:00 საათზე შევიკრიბოთ ტელევიზიის კიბეებთან და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი",-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლების მოედანზე ხვალ აქციას გამართავს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)