|
2016-11-16 14:42:26, 1116 ნახვა
კომენტარი
ჩაჩავა საპატრიარქოს განცხადებაზე: ნორმალური პროცესია, როდესაც მათ სხვადასხვა საკითხებზე თავისი პოზიციები აქვთ
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა ბრიუსელში საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტს ისტორიულს უწოდებს. როგორც ჩაჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ეკლესიის პოზიციის გაცნობა იყო: „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პარტნიორს, რადგან ეს იყო ძალიან დიდი პარტნიორობით შექმნილი პროექტი, რომელსაც ჰყავდა ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი მხარდამჭერები როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე არასამთავრობო სექტორი, დიპლომატიური მისიები. შესაბამისად, ალბათ, ძალიან კარგი იყო ის კონკრეტული შედეგი, მთავარი მესიჯი, რაც მივიღეთ, რომ მათ სჭირდებოდათ ეს კომუნიკაცია. არა მხოლოდ საპატრიარქოს მხარეს, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოესმინათ ეკლესიის ასეთი მაღალი ოფიციალური პირებისგან, როგორიც იყო ქორეპისკოპოსი და წმინდა სინოდის წევრები, თუ რამდენად უჭერს საქართველოს ეკლესია მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩევანი, და შესაბამისად, ეს არის ქართული ეკლესიის არჩევანი. ეს იყო მართლაც ისტორიული ვიზიტის მთავარი შედეგი და მთავარი მესიჯი. საპატრიარქო არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის პოზიციებიდან გამომდინარე ხედვებს, დემოკრატიული და ნორმალური პროცესია, როდესაც მათ აქვთ თავისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრები ძალიან მრავალფეროვანი იყო. სამუშაო გარმეო იყო. ძირითადი საკითხები, რაც საპატრიარქოს დელეგაციის მხრიდან იქნა დასმული, იყო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მათ მადლობა გადაუხადეს ზემოხსენებულ სტრუქტურებს მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველო იღებს ქვეყნის მთლიანობის, სუვერენიტეტის, მხარდაჭერის თვალსაზრისით. ასევე ძალიან აინტერესებდათ მათ კონკრეტულად, თუ რა ტიპის ვალდებულებებს მოიცავს ასოცირების ხელშეკრულება“,-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ. მისივე თქმით, ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა იკითხეს, აქვს თუ არა ამის თაობაზე საქართველოს ვალდებულება, ან არსებობს თუ არა რაიმე რეკომენდაცია: „ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლებისაგან ძალიან მკაფიო მესიჯი მიიღეს, რომ მსგავსი რეკომენდაციაც კი არ არსებობს. შესაბამისად, ეს არის ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმ პოზციების მოსმენა საპატრიარქოს დელეგაციითვის, რაც მიიღეს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად ინფორმირებული არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეკლესიის ჩართულობასთან, როლთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ქეთევან ჩაჩავამ. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ნატოში და ევროსტრუქტურებში საქართველოს ეკლესიის შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. გარდა ამისა, საპატრიარქო რამდენიმე პრობლემურ საკითხზე საუბრობს. მაგალითად, მათი განცხადებით, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებიდან ამოღებულია რელიგიის სწავლება და ვითომცდა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე, იკრძალება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საუბარი. ევროკავშირის ქვეყნებში კი, როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, ეს საგანი სხვა და სხვა ფორმით არის შეტანილი იმის მიხედვით, თუ სად რა მოთხოვნილებაა. ასევე, საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს. მათი განმარტებით, უმაღლესი დონის არაერთ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში და თვით ზეპირ თუ წერილობით რეკომენდაციაშიც კი არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში განისაზღვრა ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები მდგომარეობა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)