08:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 19:14:12, 732 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან

დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ინაშვილის განცხადებით, პირველი ბრძოლა, რასაც მისი გუნდი გეგმავს, "საარჩევნო კოდექსის" ცვლილება იქნება, რადგან ინაშვილის მტკიცებით, "ეს არ აიყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები".

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტამდე "პატრიოტთა ალიანსი" საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის და 4 დეპუტატის კვოტას ითხოვს.

"პატრიოტთა ალიანსი იქნება ქართველი ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენი პარტიის 4 დეპუტატი რეალურად არის დეპუტატი, მაგრამ ვერ შედის მახინჯი საარჩევნო კოდექსის გამო. ეს დღევანდელი ვითარება ხელისუფლებას ძალიან დაარტყამს. ეს დისკრიმინაციაა, ეს ჩვენი უფლების შეზღუდვაა და გავასაჩივრებთ სტრასბურგშიც", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics