10:16 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 17:30:56, 1375 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: მასწავლებლის კვალიფიკაცია მხოლოდ საგნის ცოდნას არ ნიშნავს

„მხოლოდ იმის თქმა, რომ  მასწავლებლის კვალიფიკაცია მის მიერ საგნის ცოდნას ეწოდება, შეცდომაა“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მასწავლებელი, რომელიც ვერ აკეთებს თავის საქმეს, უნდა გავიდეს სკოლიდან და ეს გადაწყვეტილება სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივაა.

"ჩვენ თუ გაგვიზარდეს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ოჯახის წევრები, პატივს არ სცემს მეგობრებს და იცის ფიზიკა ან ბიოლოგია კარგად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში სკოლამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლის შედეგიანობას უყურებს კომპლექსურად. რა მნიშვნელობა აქვს პირობითად მასწავლებელ სანდროს, რომელსაც ხელში უჭირავს საბუთი, რომ მან ძალიან მაგრად იცის მათემატიკა, თუ ის არ ვარგა ბავშვებთან ურთიერთობაში? ვერ გაყავს ბავშვი შედეგზე? ამიტომ ის, თუ როგორ იცის მან მათემატიკა, ეს არის მხოლოდ ნაწილი შეფასების და არა მთელი შეფასება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics