|
2016-11-15 14:38:26, 1879 ნახვა
სამართალი კომენტარი
პრეზიდენტი გოგონების წინდაცვეთაზე: უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშვეთა დასასჯელად
საქართველის პრეზიდენტი მედიის მიერ გამოაშკარავებულ შემზარავ ფაქტებს - კახეთის სამ სოფელში გოგონების წინდაცვეთის შემთხვევებს ეხმაურება. პრეზიდენტის სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ამ ვანდალურ ქმედებაზე შეშფოთებას გამოხატავს. "მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა, ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშვეთა უმკაცრესად დასასჯელად",-აღნიშნა მიშველაძემ. პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. "კიდევ ერთხელ, ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდელობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან",- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)