|
2016-11-11 16:18:22, 1369 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანი მიროტაძე დავით უსუფაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავს
„ჩვენ არ ვაპირებთ ზოგიერთი პოლიტიკოსივით, პროცესი დავტოვოთ ამ გამოუცდელი პოლიტიკოსების ამარა“, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც მიროტაძემ აღნიშნა, აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელშიც დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანები იქნებიან გაერთიანებული. "ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მესამე დღეს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი კახა შარტავა გამოვიდა ინიციატივით, რომ გაკეთდეს ერთი დიდი გაერთიანება, რომელშიც თავმოყრილი იქნება ისეთი პოლიტიკური რესურსი და გამოცდილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა, იმ საოცარი და ფოკუსებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩაატარა ჩემს ქვეყანაში. უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან დარჩენილი პარლამენტს მიღმა. ჩვენ დიდი ვალდებულება გვაქვს, ეს არ არის მხოლოდ პარტიული ან პოლიტიკური გადარჩენისთვის ბრძოლა, პირიქით ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობა", - განაცხადა მიროტაძემ. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციების რეჟიმშია. "ვიდრე სახელისუფლო გუნდი დაკავებულია საპარლამენტო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებების თანამდებობების გადანაწილებით პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ძალები დაკავებულები ვართ კონსულტაციებით, რომელიც გულისხმობს საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრების შექმნას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ", - აღნიშნა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა. ამასთან, "ექსპრესნიუსის" დაინტერესდა - ხომ არ მიმდინარეობს კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან ერთობლივი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე: "ამასთან კავშირში შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კონსულტაციების რეჟიმი მიმდინარეობს, უფრო მეტის თქმა ძალიან გამიჭირდება. რა გამოვა აქედან ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ეს აუცილებლად დასრულდება წარმატებით. შეუძლებელია ის დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ საკანონმდებლო ორგანოს მიღმა, გავიდნენ პოლიტიკური სცენიდან, თან იმ ფონზე როდესაც პოლიტიკოსებისგან დაცლილია პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკონტროლო პაკეტი უჭირავს ხელში", - განაცხადა ანი მიროტაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)