|
2016-11-11 11:59:15, 1333 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ყველა მაჟორიტარმა კეთილი ინებოს და საკუთარ ამომრჩეველთან უფრო აქტიურად იმუშაოს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ოლქს და მასში მცხოვრებ ამომრჩეველს უნდა ჰყავდეს ერთი პირი, რომელიც აღებულ ვალდებულებებზე პასუხს ბოლომდე აგებს. თუმცა, ამავდროულად წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უმცირესობაში იყოს და ამ მოდელის გაუქმებას პარლამენტმა მხარი დაუჭიროს: „მე პირადად, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, მაჟორიტარული სისტემის მოშლას არ ვემხრობი.მიმაჩნია, რომ ყველა ოლქს და მასში მცხოვრებ ამომრჩეველს უნდა ჰყავდეს ერთი პირი, რომელიც ბოლომდე აგებს პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ის იღებს მათ წინაშე. თუკი ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ზოგიერთ მაჟორიტარს წარსულში არც კი იცნობდა საკუთარი ამომრჩეველი, ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ მთლიანად სისტემა გაუქმდეს. ამის წამალი არის ის, რომ ყველა მაჟორიტარმა კეთილი ინებოს და საკუთარ ამომრჩეველთან უფრო აქტიურად იმუშაოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ვიყო უმცირესობაში და პარლამენტმა ამ მოდელის გაუქმებას მხარი დაუჭიროს“,-აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)