|
2016-11-11 11:44:12, 1334 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: დიასპორის თემა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან არ გაქრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, დიასპორის თემებზე მუშაობა მთავრობისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან ეს თემა არც გაქრება და ამ საკითხის მართვას სათავეში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება: „მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიყავი ქართული დიასპორის ნაწილი. აქედან გამომდინარე, როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი, მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო და ამ მხრივ, გელა დუმბაძემ ძალიან დიდი სამუშაო გაწია, როდესაც თვითონ ჩადიოდა დიასპორასთან და საქართველოდან პირველი ხელიდან ინფორმაცია ჩაჰქონდა და მათგან მოჰქონდა პრობლემების შესახებ ინფორმაცია. სწორედ ასე დააყენა მან მთავრობის სხდომაზე საკითხი, რომელსაც ბატონმა კვირიკაშვილმა მაშინვე მხარი დაუჭირა და განახორციელა, ეს იყო სახელმწიფოს მიერ გარდაცვლილთა დაფინანსების საკითხი და ბევრი სხვა რომელიც დარგობრივი სამინისტროების დონეზე გვარდებოდა, როგორც კი ბატონი გელა მათ ტკივილს მოიტანდა ჩვენამდე. აქედან გამომდინარე, როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეში, როგორც ეს მთავრობის მეთაურმა განაცხადა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)