|
2015-03-19 21:24:28, 745 ნახვა
საზოგადოება
ბოდბისხევში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი
სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ ადგილობრივმა განუცხადა, 28 წლის მარი ბალიაშვილი თანასოფლელმა გოგიტა გელაშვილმა იმ დროს მოკლა, როცა ის მართვის მოწმობის თეორიის კურსზე მიდიოდა. მკვლელობის შემდეგ კი, გოგიტა გელაშვილმა მეგობრის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. გოგიტა გელაშვილს მარი ბალიაშვილი წლების განმავლობაში უყვარდა, მისგან კი, უარს იღებდა. ბალიაშვილი ქმარს გაშორებული იყო. მას 2 წლის შვილი დარჩა. „მარი ბალიაშვილი თანასოფლელმა გოგიტა გელაშვილმა მოკლა. გოგონა სოფელ ვაქირში გათხოვილი და ქმარს გაშორებული იყო. დარჩა 2 წლის ბავშვი.“პრავის“ გაკვეთილზე მიდიოდა. იმ ბიჭს მანქანიდან დედა ჩამოუსვამს, გზაზე დახვედრია გოგოს და მოუკლავს.გასროლის ხმა არავის გაუგია, გოგონას ცხედარი შემთხვევით ნახეს. ალბათ, მაყუჩიანი იარაღით მოკლა. ამის შემდეგ ბიჭი მეგობართან წასულა დახმარების სათხოვნელად. შეშინებია არ მიეგნოთ და თავი თოკზე ჩამოიხრჩო. არვიცი ვისთანაც მივიდა მეგობარი სახლში დახვდა თუ არა. გოგიტას მარი გათხოვებამდე და მის შემდეგაც უყვარდა და ის უარს ეუბნებოდა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ბოდბისხევში მაცხოვრებელმა. მომხდართან დაკავაშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მეორე შემთხვევაში კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)