|
2016-11-03 16:08:03, 983 ნახვა
რეგიონი
აჭარის ველური ბუნება ფილმში „ჯარა“ მალე კინოთეატრებში იქნება
მალე, კინოთეატრებში აჭარის ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ გამოჩნდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული. მისი მთავარია გმირია ფუტკარი, საიდანაც ვითარდება მთელი სიუჟეტური ხაზი და აჭარის ეკოტურისტულ სიმდიდრეს წარმოაჩენს. მათივე ცნობით, ფილმის გადაღებები აჭარაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელწოდება „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს, რომელშიც ფუტკრის მოშინაურება ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. ამ ეტაპზე სტუდია „Eco films” უკვე ფილმის მონტაჟზე მუშაობს და ფილმის პრემიერა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება. „ასეთი მაშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის შესახებ აქამდე არათუ ჩვენ არ გადაგვიღია, არამედ საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ, რეალური მოვლენები, ადამიანებისა და ველური ბუნების, ცხოველების თანარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები,“ აცხადებს ფილმის რეჟისორი და სტუდია “Eco films” დამფუძნებელი ნიკა წიკლაური. ფილმში გამოდმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წეს-ჩვეულებებთან ერთად. მასში კარგად ჩანს იმ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც აჭარის მიუვალ ხეობებში ველურ ბუნებასთან თანაცხოვრობენ. აჭარის ეკოტურისტული პოტენციალი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ფილმში ასევე კარგადაა წარმოჩენილი. „ფილმი ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობა და სიახლეები აინტერესებთ. მასში კარგად ჩანს ის ეკოტურისტული სიმდიდრე, რაც აჭარას გააჩნია და რითიც შეიძლება მოვიზიდოთ ველურ ბუნებაში მოგზაურობის მსურველები. რეგიონს ოთხი მხოლოდ ეროვნული პარკი გააჩნია, რასაც ემატება მაღალმთიანი აჭარის ბიომრავალფეროვნებაც. მსგავსი ფილმები კი ხელს უწყობს ამ ყველაფრის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი. (NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)