23:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 19:02:45, 753 ნახვა

პოლიტიკა
“ოცნება”: მოვუწოდებთ ენმ-ს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მარნეულში, აკმამედ იმამკულიერვის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება.

"ქართული ოცნება" ენმ-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
 
"გვინდა, გამოვეხმაუროთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება.
 
ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics