23:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 18:11:37, 666 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: დავით უსუფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას

დავით უსუფაშვილი უნიკალური ნიჭის ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, უსუფაშვილი ყოველთვის ცდილობდა სიტუაცია გაენეიტრალებინა.

"ვცდილობ გავანეიტრალო სიტუაცია აფხაზებთან, ოსებთან რაღაცეები გამომდის და ეს ვერ გამომდიოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც ხედავ, რომ აფხაზს რაღაც ინტერესები აქვს, შეგიძლია ჩაუჯდე მას ინტერესში და შემოატრიალო, მაგრამ მე ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს სიტყვაზე, უსუფაშვილი ხედავდა და ცდილობდა მათთან საერთო ენის გამონახვას. ვთვლი, რომ კონფლიქტების სფეროში რაღაცა მესმის და წარმატებულიც ვარ, მაგრამ ათასჯერ უფრო წარმატებულია დათო ჩემთან შედარებით. მას შეუძლია ყველაზე უფრო მიუღებელ ხალხთანაც კი იპოვოს საერთო ენა და მათთან ერთად რაღაც საქმეც კი აკეთოს, რაც მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საქმე ვაკეთო „ნაციონალურ მოძრაობასთან”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics