21:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 22:53:07, 668 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვიგებთ ყველა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუპირისპირდებით

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძეს ვარაუდით, "ქართული ოცნების" კანდიდატები მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს იგებენ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თბილისში მმართველი გუნდი ოპოზიციას დიდი უპირატესობით უგებს.

"ჩვენ ვიგებთ პრაქტიკულად ყველა ოლქს, ჩვენ მოვიგებთ ყველა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუპირისპირდებით - ასეთია 45 საარჩევნო ოლქი. თბილისთან დაკავშირებით ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს ჩვენ ოპონენტებთან შედარებით. 70% მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება საშუალოდ. 100-ზე მეტი ოქმია დათვლილი თბილისში და სწორედ ასე ვთქვათ გამანადგურებელი ანგარიშით ვიგებთ არჩევნებს, რაც მოსალოდნელიც იყო. ჩვენ გვქონდა პირველ ტურში ძალიან დიდი უპირატესობა და გვქონდა იმის თქმის საფუძველი, რომ მოვიგებდით ყველა თუ არა უმეტეს საარჩევნო ოლქს", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics