19:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 18:50:59, 577 ნახვა

პოლიტიკა
საია: გუშინ და დღეს ამომრჩევლებს ტელეფონებზე, მმართველი პარტიის მხარდამჭერ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ

გუშინ და დღეს ამომრჩევლებს ტელეფონებზე უგზავნიან მმართველი პარტიის მხარდამჭერ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა გამოიკვლიონ.

„ერთის მხრივ აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პერსონალური მონაცემების არასათანადოდ დამუშავებას და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა ყურადღება მიაქციოს, ამ სმს-ების გაგზავნის ფინანსურ ნაწილს და შეამოწმოს რამდენად სწორად და კანონიერად ხდება აღნიშნული მოქმედებები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდანაც იყო ასეთი ტიპის სმს-ების გაგზავნის ფაქტები.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტებიც იყოს შემოწმებული“, - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics