19:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 16:23:22, 1815 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის  მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა.

„აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დარჩათ ხელზე მარკირება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია“,-აღნიშნა ბრიფინგზე ცესკო-ს სპიეკრმა ანა მიქელაძემ.

მისივე განმარტებით,  მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების თითო უბანზე:

„ ამომრჩევლებს მას შემდეგ, რაც დაუდგინდათ მარკირება, საუბნო-საარჩევნო კომისიებმა კანონის შესაბამისად, ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს“,-განაცხადა ანა მიქელაძემ და დასძინა, რომ მთაწმინდაში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, „ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  საჩივარი დაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics