18:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 11:21:24, 643 ნახვა

პოლიტიკა
10:00 საათის მონაცემბით, ქუთაისის 129-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი 7293 ამომრჩეველმა დააფიქსირა

10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის 129-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე 7293 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4,51 % გულისხმობს.

როგორც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევები არ ფიქსირდება და ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინრეობს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი, რომელიც საია–ს მიერ არის დაწერილი. საჩივარი კომისიის მდივნის მიერ საკონტროლო ფურცლის შეცდომით შევსებას ეხება.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ოსეფაიშვილის განცხადებით, აღნიშნულს საარჩევნო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.

ცნობისთვის, ქუთაისის სამ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები უპირისპირდებიან, კერძოდ - გიგი წერეთელი ("ნაციონალური მოძრაობა") და კობა ნარჩემაშვილი ("ქართული ოცნება"); აკაკი ბობოხიძე( "ნაციონალური მოძრაობა) " და დიმიტრი მხეიძე("ქართული ოცნება"); გიორგი თევდორაძე ("ნაციონალური მოძრაობა") და გენადი მარგველაშვილი ("ქართული ოცნება"). ქუთაისში რეგისტირებულ 161 700 ამომრჩეველს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics