17:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 08:40:30, 701 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში იმართება

აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური, ხუთ ოლქში კი, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება.

კერძოდ, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის ოლქებში უბანზე მისული ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის მაჟორიტარებს აირჩევს. რაც შეეხება ხულოს მაჟორიტარულ ოლქს, რომელიც ხულოს, ქედასა და შუახევს მოიცავს, ამომრჩეველს მაჟორიტარის არჩევა მხოლოდ უმაღლეს საბჭოში შეეძლება, რადგან ამ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი პირველივე ტურში გამოვლინდა.

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics