16:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 21:53:01, 914 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ექს-პრეზიდენტი: ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ

ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა. 

მისი განცხადებით, საქართველო და ქართველი თავად გაერკვევიან იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გაკეთებული. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება. 

”არ მინდა კომენტირება გავრცელებული ხმების და განცხადებების, რომლებთანაც შეხება არ მაქვს. ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ. ჩემი აზრით, არ არსებობს ორმხრივი გეგმა, თუ როგორ ვხედავთ ურთიერთობას დღეს და ხვალ, როგორი უნდა იყოს განვითარება. ვფიქრობ, საქართველო და ქართველი თავად გაერკვევა იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გაკეთებული. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება. როცა ჩვენ გავიღვიძებთ, დღის წესრიგში ისევ დადგება ის საკითხები, რომელიც ახლა აკლია ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას, ეს არის მუდმივი კავშირები”, - განაცხადა იუშჩენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics