|
2016-10-27 17:12:01, 646 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საზღვაო აკადემიის რექტორი და ამავდროულად შორეული ნაოსნობის კაპიტანი ირაკლი შარაბიძე, რომელმაც მთავრობის თავმჯდომარეს მათ დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ზურაბ პატარაძემ ღვაწლმოსილ კაპიტნებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა რეგიონისათვის საზღვაო დარგის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაზე, რომლებიც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით სწორი კონცეფციის შემუშავება, რისთვისაც საზღაო ტრანსპორტის საგენტოსთან და საზღვაო აკადემიასთან ერთად უნდა განხორციელდეს ქმედითი ნაბიჯები. „მინდა უდიდესი პატივისცემით დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ მეზღავურს, ლექტორ-მასწავლებელს და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის. ცნობილია, საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღობასთან" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შორეული ნაოსნობის კაპიტნებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისვა სხვადასხვა საკითხი, რომელთა გადაჭრის გზებზე აჭარის მთავრობა საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს. (NS)
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)