16:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 15:13:20, 715 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

პარასკევს, 28 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს წარუდგენს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.  

„საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც ქვეყანაშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი თეა მაისურაძე, პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში ინგა კუბეცია და პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატში ევა კონეჩნა.

ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ შესვენების განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://eap-pcf-eu.coe.int





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics