|
2016-10-27 13:50:05, 635 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა სრულიად საქართველოს აფხაზური ენის დღეს ულოცავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზურ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს აფხაზური ენის დღეს ულოცავს. “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზური ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამოძმეებს და სრულიად საქართველოს. აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია აფხაზეთში და მისი დაცვა და განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტთაგანს წარმოადგენს. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის კათედრა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, აფხაზეთის სიანფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ხორციელდება აფხაზურ ენაზე ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის ტრანსლაცია და ყოველივე ეს ემსახურება აფხაზური ენის, როგორც ასიმილაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ენის დაცვისა და ენათა მსოფლიო საგანძურში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას”, - ნათქვამია განცხადებაში.
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)