|
2016-10-27 12:58:51, 679 ნახვა
საზოგადოება
აგრარული პროდუქციის ბრენდირების საკითხებს კონფერენციაზე - „ბრენდინგის სტრატეგიები“ განიხილავენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიები“ მონაწილეებს მისასლამებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქართული აგრარული პროდუქცია სულ უფრო მეტად მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის, რომლიც 27 ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება, მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე. კონფერენციის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO). „ჩვენ წინსვლა შევძელით სრულიად ახალ მოცემულობაში, იმ ახალი რეალობისა და გამოწვევების დროს, რომელთა წინაშეც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა ჩვენი ქვეყანა. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებით ახორცილებს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს, რომლის შედეგადაც მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია. საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მარკეტინგულ აქტივობებს ვახორციელებთ; გაზრდილია ქართული პროდუქციის ცნობადობაც. მიმდინარეობს მუშაობა აგრარული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებით, რადგან მოგეხსენებათ, ბრენდინგი წარმატებული მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. (NS)
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)