|
2016-10-22 19:27:43, 951 ნახვა
საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკაში მყოფი სამხედროები ლევან იზორიამ დაშავებულთა მშობლებთან ერთად მოინახულა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან ლევან იზორია მშობლეთან ერთად მივიდა. თავდაცვის მინისტრმა კლინიკების მთავარი და მორიგე ექიმებისგან დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. "ექიმების ინფორმაციით მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, დინამიკა დადებითია და ახლო მომავალში ისინი გამოჯანმრთელდებიან“ - განაცხადა ლევან იზორიამ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ოთხი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. სამი სამხედრო კი შპს „ტრავმატოლოგში“ მკურნალობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ერთი სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგიიდან“ გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საბოლოო გამოჯანმრთელებამდე გააგრძელებს მკურნალობას. 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. დაშავებული სამხედროები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. (NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)