12:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 12:16:10, 611 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 5 720 700 ლარი დაიხარჯა

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე 5 720 700 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონის მასშტაბით, გზის რეაბილიტაცია 138 მისამართზე განხორციელდა. საერთო ჯამში გზის საფარი შეკეთდა 90 696,52 კვ. მეტრის ფართობზე.

„რაც შეეხება კეთილმოწყობის პროექტებს, ბოლო მონაცემებით, რაიონის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სპორტულ მოედანს, 31 სკვერს, დაიდგა 150 მოსასვენებელი სკამი. გარდა ამისა, აშენდა 18 ბეტონის კიბე და 12 საყრდენი კედელი.

ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, 16 მისამართზე დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აივნების ფასადური რეაბილიტაციის, პარაპეტების მონტაჟისა და ავარიული შენობების დროებითი გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, რაზეც 22 600 ლარი დაიხარჯა.

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე კი წელს 1 მლნ. 806 738.37 ლარი დაიხარჯა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლების რემონტი 79 მისამართზე უკვე დასრულდა, სამუშაოები ამჟამად 21 მისამართზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიმდინარე წელს 553 500 ლარის ოდენობით 76 ოჯახზე გაიცა“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics