|
2016-10-19 15:36:01, 699 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში მობილური ექსტენცია იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ჭოღა, ნაიჩხოვო, თაია, მუხური, ბია, საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ღორსა-დღვაბა, ნოჯიხევი) მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და თხილის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიისა და დაავადებათა პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა: თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა და დამტვერვის პროცესების სწორად წარმართვა: თხილის მავნებელ-დაავადებათა ტიპები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ნიადაგის ანალიზის საჭიროება და მისი ნაყოფიერების ამაღლების გზები, ფიტოსანიტარული ღონისძიებების დროულად გატარება, პესტიციდების შერჩევა და სხვა. უწყების ინფორმაციით, ფერმერებს თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემები დაურიგდათ. ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ციტრუსის, დაფნის, ხურმის, სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზეც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)