|
2016-10-18 13:48:54, 847 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დათვს ამ დრომდე ეძებენ
თბილისის ცენტრში დათვს ეძებენ. მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ეკიპაჟები ამ დროისთვის საბურთალოს რაიონში მუშაობენ. ისინი სკვერებს, სარდაფებს და სადარბაზოებს ათვალიერებენ. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თეიმურაზ ფხალაძის განცხადებით, დათვის ბელის დაკარგვას არც ზოოპარკში და არც ცირკში არ ადასტურებენ. „შემთხვევის ადგილზე გავიდა რამდენიმე მობილური ჯგუფი, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ ძებნით ღონისძიებებს. ძებნითი ღონისძიებები გაგრძელდება იქამდე სანამ არ ვიპოვით დათვს ან დავრწმუნდებით იმაში, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“,-განაცხადა ფხალაძემ. შეგახსენებთ, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა, რომელიც ამტკიცებს, რომ იყალთოს ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით დათვის ბელა დაინახა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)