06:41 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 12:17:21, 906 ნახვა

რეგიონი
Caucasus Times: სოხუმში მომხდარ აფეთქებასა და "მოტოროლას" მკვლელობას შორის შასაძლო კავშირი არსებობს

მამაკაცი, რომელმაც სოხუმში ტელეკომპანიის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, უკრაინის მოქალაქე იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Caucasus Times-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილის სახელი სერგეი ტოროსენკოა, ის დონეცკში სეპარატისტების საველე მეთაურის არსენი პავლოვის, მეტსახელად "მოტოროლას" დაჯგუფების წევრი იყო. "მოტოროლა" 16 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტთან აფეთქების შედეგად დაიღუპა.

მედიის ცნობით, სერგეი ტოროსენკოს თანმზრახველებიც ჰყავდა, მათ ამჟამად აფხაზეთში სამართალდამცველები ეძებენ.

როგორც Caucasus Time-ი წერს, ტოროსენკო აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან ჩავიდა. გამოძიების ინფორმაციით, მას ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით აუფეთქდა. გარდაცვლილს თან აღმოაჩნდა რაცია, ასევე სოხუმის რუკა სახელმწიფო დაწესებულებების ადგილმდებარეობების მითითებით.

ტოროსენკოს შესაძლო მოტივები ჯერჯერბით უცნობია, თუმცა როგორც უკრაინული და რუსული მედია იტყობინება, აფხაზეთში წარსულში ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენლები, მათ შორის “მოტოროლა”, მკურნალობდნენ. მათ ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონფლიქტი მოუვიდათ.

სოხუში მომხდარ აფეთქებასა და “მოტოროლას” მკვლელობას შორის შესაძლო კავშირის შესახებ სააგენტო “სპუტნიკთან”  ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მიინსტრი რაულ ლოლუაც საუბრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics