06:47 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-16 17:36:14, 708 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა „თბილისობის“ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა მონაწილეობა „თბილისობის“ ღონისძიებაში მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით,  მეტეხის ხიდზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში, MIA FORCE -ის სპორტული ავტომობილები იყო წარმოდგენილი. მოქალაქეებს მასპინძლობას კლუბის სპორტსმენები უწევდნენ და საკუთარ ავტომობილებსა და ასპარეზობაზე ესაუბრებოდნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, რომელმაც მოქალაქეებს ამავე კამპანიის სიმბოლოები საჩუქრად გადასცა და საგზაო წესების დაცვისაკენ მოუწოდა.

შსს-ს კამპანიას ჟურნალ „ავტობილდ საქართველოს“ პროექტი “#არვარღვევ” შეუერთდა, რომლის ფარგლებში მეტეხის ხიდზე გამოიფინა სხვადასხვა სპორტული ავტომობილები, მოტოციკლეტები, საგზაო ნიშნები და საინტერესო აქტივობები გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics