|
2016-10-15 18:20:17, 666 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად „თბილისობის" აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა დაათვალიერა. აღნიშნულ გამოფენა-დეგუსტაციაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი. „უპირველეს ყოვლისა ყველას ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მათივე წარმოებული ქართული პროდუქციით უკვე აქტიურად არიან ჩართული მსგავს ღონისძიებებში. რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მისი დაგემოვნება ყველა სტუმრისთვის მათ შორის, უცხოელი ტურისტებისთვის დღევანდელი დღესასწაულის შემადგენელი საპატიო ნაწილია",-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)