|
2016-10-15 11:13:19, 716 ნახვა
საზოგადოება
“სმარტი“ მცხეთობისა და თბილისობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავს
„სმარტი” მცხეთობის და თბილისობის დღესასწაულს წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს და სადღესასწაულო განწყობის შექმნას 14 ოქტომბრიდან თბილისობას ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - ქართულ ხორცპროდუქტებზე და ყოველდღიური მოხმარების საკვებზე ფასდაკლებით იწყებს. დამატებით, გლდანის „სმარტში“ გრანდიოზული ფასდაკლება იგეგმება ხილ-ბოსტნეულზე. დღესასწაულებთან დაკავშირებით გლდანის „სმარტის“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდება. საბავშვო გასართობი ღონისძიება და ოთო ნემსაძის, სალომე ბაკურაძისა და ნათია დუმბაძის კონცერტი ცოცხალი შესრულებით თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნის ხალისიანი დასაწყისია. “სუპერმარკეტი „სმარტი“ ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. სადღესასწაულოდ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასდაკლების აქციით და გასართობი ღონისძიებებით გვსურს თბილისის მოსახლეობას მივულოცოთ თბილისობის დღესასწაული და მადლობა გადავუხადოთ გლდანის „სმარტის“ მომხმარებელს ერთგულებისათვის“, - აცხადებენ „სმარტში“. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)