|
2016-10-14 10:46:10, 4809 ნახვა
კულტურა
„თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით საქართველოში პირველად, პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE ტარდება
საქართველოში პირველად, ასოციაცია „არტ კავკასიის" ორგანიზებით და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი 'LIFE N STYLE ' იმართება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის, (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობას. ფესტივალის ფარგლებში, თიბისი გალერეა ქართველი არტისტების მიერ, სპეციალურად ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვას მასპინძლობს. გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებთან ერთად ქართველი მხატვრები მონაწილეობენ: ტატო ახალკაციშვილი, მარი ათანელი, უტა ბექაია, ალექს ბერდიშევი, ნინო ჭილაშვილი, ანდრია დოლიძე, დავით ევგენიძე, ზურა გიკაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, რიტა ხაჩატურიანი, თამარ ხმიადაშვილი, თემო ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დავით კუხალაშვილი, ამირან კუპრავა, ქეთი ლობჟანიძე, მურთაზ მახათაძე, ლევან მინდიაშვილი, კოტე სულაბერიძე, მაია სუმბაძე, მურთაზ შველიძე, ლუკა ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, კოკა ცხვედიანი, გურამ წიბახაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, გეგა პაქსაშვილი, გელა წულაძე, ილიკო ზაუტაშვილი. ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასობრივ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას. ეს ტექნოლოგია მაღალ დონეზე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების წამახალისებელი აქციები და სხვა. საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია. ეს კოლექცია გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება. „ფესტივალის სახელწოდება "LIFE- N- STYLE" მიგვანიშნებს ახალი ცხოვრების სტილზე - მთელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშის შეძენით მყიდველი საკუთარ თავს გარკვეულ სტატუსს ანიჭებს. ინტერიერის დიზაინს საქართველოში უკვე დიდი ყურადღება ეთმობა, გვინდა, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ხელოვნების თანამედროვე ინტერიერებთან ინტეგრაციას, ეს ფესტივალის ერთ-ერთი მისიაა," - ამბობს ნანა ყირმელაშვილი, ასოციაცია „არტკავკასიის" ხელმძღვანელი. ფესტივალის ფარგლებში, საუკეთესო კოლექცია მოივლის თბილისს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პროექტებში. ექსპოზიცია თიბისი გალერეაში 17 ოქტომბრამდე დარჩება. პრინტ ფესტივალის გამოფენა აჭარაში უკვე ჩატარდა, სადაც ნამუშევრებს ბათუმის თიბისი გალერეამ უმასპინძლა.
(R)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)